თურქული პრესა 20.09.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1273180
თურქული პრესა 20.09.2019

                                         

       

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ, თურქეთში თავშეფარებული სირიელი ლტოლვილების ზუსტი რაოდენობა გამოაცხადა. მისი თქმით, დროებითი დაცვის სტატუსის მქონე სირიელების რაოდენობამ ჩვენს ქვეყანაში 3,5 მილიონს გადააჭარბა. “თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის ჩრდილოეთში, ჯერ “ევფრატის ფარის“ და შემდეგ “ზეთისხილის რტოს“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად ამ რეგიონში შექმნილი უსაფრთხო გარემოს წყალობით, თავიანთ სახლ-კარებს დაუბრუნდა 354 ათასი სირიელი“, აღნიშნა სოილუმ, წერს ჰურრიეთი

“სტამბოლის ტექნო ფესტივალი წარმატებით მიმდინარეობს“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთში უპილოტო საფრენი თვითმფრინავების მწარმოებელი ფირმა Baykarის ტექნიკურ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სელჩუქ ბაირაქთარს. მისივე განცხადებით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მიმდინარე ავიაციის, კოსმოსისა და ტექნოლოგიების ფესტივალს წელს გაცილებით უფრო მეტი მოზიარე ჰყავს, ვიდრე გასულ წელს. "გასულ წელს სტამბოლის Teknofest-ს, 60 სხვადასხვა ქვეყნიდან 550 ათასი სტუმარი ეწვია, ხოლო წელს, 122 ქვეყნიდან და მარტო 2 დღის განმავლობაში ფესტივალს 250 ათასზე მეტი მოზიარე ჰყავდა. ასე რომ, გასული წლის მაჩვენებელს ამ მხრივაც გადავაჭარბებთ“, ხაზი გაუსვა ბაირაქთარმა, აღნიშნავს საბაჰი

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთში წარმოებული ავტომანქანების ექსპორტს ეხება და წერს, რომ  ევროპის და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ქუჩები სავსეა ასეთი ავტომანქანებით. “ამის მიზეზი კი ისაა, რომ მარტო მიმდინარე წლის 6 თვეში, დაახლოებით 13 მილიარდი დოლარის ღირებულების თურქული წარმოების ავტომობილი გაიყიდა მსოფლიოს 170 ქვეყანაში, ხოლო ამათგან ყველაზე მეტი თურქული ავტომობილი ევროპაში გაიყიდა“, ასკვნის ვათანის ეკონომიკური მიმომხილველი

Haber Türk-ის ცნობით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD-მ, მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, გლობალურ ეკონომიკაში სავაჭრო ომისა და პოლიტიკური გაურკვევლობის გამო, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა, როცა მის საწინააღმდეგოდ თურქეთის ზრდის პროგნოზი გაიზარდა

Star-ი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ თურქეთის ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ბოლო თამაშებში მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ, FIFA–ს მსოფლიო რეიტინგში 36-ე ადგილზე გადაინაცვლა. FIFA– ს ვებგვერდის თანახმად, სექტემბერში შედგენილ მსოფლიო რეიტინგს ბელგია ლიდერობს, მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო   მესამეზე კი ბრაზილია



მსგავსი ინფორმაციები