თურქული პრესა 12.06.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1216948
თურქული პრესა 12.06.2019

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მიუხედავად აშშ-ს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა, ანკარასა და მოსკოვს შორის  S-400-ის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება, კალენდარული გათვლების მიხედვით ხორციელდება და არანაირი პრობლემა არ არსებობს.   

„გერმანიის ქება-დიდება თურქეთს“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: გერმანიის ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ტომას  ბარეისიმ განაცხადა, რომ თურქეთსა და გერმანიას შორის ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა „შესანიშნავ“ დონეზეა.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ სტამბოლის ექსპორტიორების განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეში ამ ქალაქში ტექსტილის, საიუველირო, თავდაცვის და სხვა მრავალ სფეროში წარმოებული 29,8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია  მსოფლიოს მასშტაბით 227 წერტილში  გააგზავნეს.

გაზეთი „Habertürk“-ი იუწყება, რომ რუსი ტურისტები ზაფხულის არდადეგების თურქეთში გატარებას ანიჭებენ უპირატესობას. მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში რუსეთიდან თურქეთში თითქმის 1,5 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა. ოფიციალური პირები მიმდინარე წელში რუსეთიდან თურქეთში  მთლიანობაში  6 მილიონ ტურისტის ჩამოსვლას ელოდებიან.

გაზეთი „Hürriyet“-ი იტყობინება, რომ თურქეთში, აიდინის პროვინციაში - ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქუშადასში საკრუიზო ტურიზმის გრძელდება. ამჟამად საკურორტო ქალაქში ბაჰამის და მალტის  დროშის ქვეშ მცურავი ოთხი საკრუიზო გემი იმყოფება, რომლებითაც მთლიანობაში 4 ათას 400 ტურისტი ჩავიდა. ქუშადასის პორტში შესული ტურისტები აქედან ანტიკურ ქალაქ  ეფესის,  მარიამ ღვთისმშობლის სახლის და სხვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად გაემგზავრნენ.

 


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები