თურქული პრესა 24.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2143943
თურქული პრესა 24.05.2024

თურქული პრესა 24.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: „საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი: ჩვენ ყოველთვის გვინდა წინ წავწიოთ ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან"

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა გუშინ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისართან ოლივერ ვარჰელისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თურქეთის ევროკავშირის წევრობის პროცესტან დაკავშირებით განაცხადა: „თურქეთი ძალას შესძენს არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ყველა ალიანსს, რომელშიც ის იქნება. ჩვენ ყოველთვის გვინდა ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან წინ წავიწიოთ“.

Hürriyet: „ვარჰელიმ გამოაცხადა: თურქეთთან ვაჭრობაში რეკორდი დამყარდა“

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ მინისტრ ფიდანთან ერთად გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობამ რეკორდი მოხსნა და დაამატა: „გასულ წელს ვაჭრობის მოცულობის კუთხით ჩვენ რეკორდი დავამყარეთ. 200 მილიარდ ევროს გადავაჭარბეთ“.

Vatan: „შვეიცარიული პრესა „აქინჯი“-ზე წერს, რომელიც რაისის ვერტმფრენი იპოვა“

თურქეთის მიერ ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილის დადგენამ შვეიცარიულ პრესაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გაზეთი Neue Zürcher Zeitung-ის სტატიაში ნათქვამია: „თურქეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, თუ რამდენად უნარიანია უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში“.

Sabah: „საბურღი სამუშაოები დაიწყო Göktepe-2-ზე“

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა შავ ზღვაში ბურღვის სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მინისტრმა ბაირაქტარმა თქვა, რომ მათ ახალი აღმოჩენებისთვის მუშაობა დაიწყეს და დაამატა: „ჩვენმა საბურღმა გემმა Fatih-მა დაიწყო სამუშაოები საქარიის აირის არეალის ჭაბურღილ Göktepe-2-ზე“.

Star: „მინისტრი ერსოი: თურქული სამზარეულო არის საგანძური“

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ერსოიმ თურქეთის გასტრონომიულ ტურიზმთან დაკავშირებით განაცხადა: „თურქული სამზარეულო არის საგანძური, როგორც სიღრმისეულად, ასევე არმოატებით. ჩვენი მდიდარი სამზარეულო, რომელიც საუკუნეების მანძილზე ცოდნისა და გამოცდილების გადაცემის პროდუქტია, ისტორიის მანძილზე გამრავალფეროვნებული იქნა და დღემდე მოაღწია თავისი უნიკალური არომატებით. ჩვენი პრიორიტეტია ამ უნიკალური საგანძურის სათანადოდ წარმოჩენა“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები