თურქული პრესა 11.06.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1216236
თურქული პრესა 11.06.2019

  

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებთან, რომელიც ხუთშაბათს დასრულდება. ეს სწავლება მიზნად ისახავს ერთობლივი საძიებო და სამაშველო საქმიანობებში კოორდინირებულ ქმედებებს და გამოცდილებების გაზიარებას. “გარდა ამისა, ამ ერთობლივი წვრთნებით ანკარა კიდევ ერთხელ უჩვენებს მტერსა და მოყვარეს, რომ იგი როგორც ადრე, ახლაც და მომავალშიც მზადაა დაიცვას კვიპროსელი თურქების ყველანაირი უფლებები“, აღნიშნავს გაზეთი იენი შაფაკი

Hürriyet-ი იტყობინება, რომ ბალტიისპირეთისა და საერთაშორისო საზღვაო საბჭოს, BIMCO-ს თავჯდომარედ დაინიშნა გარემოდამცველი თურქი ქალი შადან ქაფთაოღლუ, რომელსაც ეს თანამდებობა მიულოცა და წარმატებები უსურვა პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის მეუღლემ, ემინე ერდოღანმა. მანვე, მსოფლიო გემთმფლობელთა საბჭოს თავჯდომარედ პირველად თურქი ქალის არჩევის გამო დიდი კმაყოფილება გამოთქვა და ხაზი გაუსვა, რომ დიდ სიამოვნებას განიცდიან და სწამთ, რომ ქაფთანოღლუ მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებს

Haber Türk-ის მიხედვით მედიცინის სფეროს პრესტიჟული ჯილდო-პულიცერი, ერგო თურქ ექიმს ემრე ოჯაქს. პულიცერის ასოციაცია, რომელიც ადგენს საერთაშორისო სტანდარტებს, განსაკუთრებით სმენა დაკარგულებისა და ტინიტუდის სფეროებში, წლევანდელი ჯილდო მიაკუთვნა ანკარის უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის და კისრის ქირურგიის დოქტორს, ემრე ოჯაქს. ამ უკანასკნელმა პულიცერის ჯილდო მიიღო “ნანოპარტიკულის მეთოდის მეშვეობით შიდა ყურში წამლის შეშვების“ თემაზე წარმოებულ კვლევაში მიღწეული წარმატების გამო. ასე რომ, თურქი ექიმის ამ ახალი მეთოდით, ძალზედ შემცირდება სმენის დაკარგვა-დაქვეითება, ხოლო ამის პარალელურად შიდა ყურის ავადმყოფობით გამოწვეული მრავალი დარღვევის ბალანსირებაც მოხდება“, ვკითხულობთ ჰაბერთურქში

"თურქეთის ავიახაზებმა THY-მ, გამოაქვეყნა განცხადება მათთვის, ვისაც სურს გახდეს პილოტი", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნის კვალდაკვალ თურქეთის ავიახაზების ფლოტი რაოდენობრივადაც და რეისებითაც საკმარისად გაიზარდა, რაც საჭიროებს მაღალკვალიფიციურ პილოტებსაც. ამ უკმარისობის აღმოფხვრის მიზნით თურქეთის ავიახაზებმა, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის გამოაცხადეს საპილოტე ტრენინგები და გამოცდები რა, მსურველებს განცხადებების შეტანა შეუძლიათ 2019 წლის 29 აგვისტოს 15:00 საათამდე.

Vatan-ის ეკონომიკური მიმომხილველი ახალი ხილის სეზონს აშუქებს და წერს, რომ ამ სფეროში უხვმოსავლიანობას ელოდებიან, განსაკუთრებით ალუბლის მწარმოებლები, რომლებიც ექსპორტში ახალ რეკორდს უმიზნებენ. “ბურსას ოლქის ინეგოლის დასახლება განთქმულია ნაპოლეონის სახეობის ალუბლით და აქაური მწარმოებლები 3 ათას ტონამდე ალუბლის გაგზავნას აპირებენ ინგლისში, რუსეთში, გერმანიასა და უკრაინაში რა, ინგლისში მათ კლიენტებს შორის არიან სამეფო ოჯახის წევრებიც. გასულ წელს ინეგოლელებმა 800 ტონა ალუბალი გაიტანეს ექსპორტში“, ხაზს უსვამს ვათანი

 



მსგავსი ინფორმაციები