თურქული პრესა 10.06.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1215470
თურქული პრესა 10.06.2019

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთმა, 2018 წელს, მთლიანობაში 2 მილიარდ 325 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი მოახდინა, რაც 71%-ით მეტია 2017 წლისაზე. აქედან, 18 მილიონი დოლარის ღირებულების ხილ ბოსტნეულის ექსპორტი, თურქული საჰაერო სატვირთო ფირმა Turkish Cargo-ს კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავებით მოხდა და ყველაზე მეტი თურქული ხილ-ბოსტნეული ჰონ-კონგში, ნორვეგიაში და სინგაპურში იქნა გატანილი

“ტურისტების რეკორდი ანტალიაში“ ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: ანტალიის გუბერნატორმა მუნირ კარალოღლუმ სოციალური ქსელით გავრცელებულ წერილობით მესიჯში აღნიშნა, რომ ანტალიაში ჩამოსულ დღიურ ტურისტებშიც რეკორდი დაამყარეს. "მიმდინარე წლის მარტო 8 ივნისს, ანტალიას 85 ათასი ტურისტი ეწვია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე დღის მაჩვენებელზე. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ისიც შესაბამისად 18%-ით გაიზარა და მიმდინარე წლის 5 თვეში მთლიანობაში 4 მილიონამდე ტურისტი ჩამოვიდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია“, აღნიშნავს ანტალიის გუბერნატორი, წერს გაზეთი იენი შაფაკი

Hürriyet-ის ეკონომიკური მიმომხილველი ეგეოსის რეგიონის პირველი კვარტალის იმპორტ-ექსპორტის ანგარიშს ეხება და წერს, რომ რეგიონში იმპორტირებულ იქნა 3 მილიარდ 117 მილიონი ღირებულების უცხოური საქონელი და პროდუქცია, ხოლო ექსპორტირებულ იქნა 4 მილიარდ 908 მილიონი დოლარის და ამით პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 1,8 მილიარდი დოლარის ოდენობის პროფიციტი მოხდა   

Star-ის კორესპონდენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ბითლისის ოლქიდან იტყობინება, რომ საოლქო ცენტრ ბითლისიდან რამდენიმე ათეული კმ-ით დაშორებულ თათვანის რაიონში მდებარე ნემრუტის კრატერულ ტბას, რომელიც მსოფლიოს მეორე და თურქეთის კი ყველაზე დიდ კრატერულ ტბას წარმოადგენს, რამაზანის ბაირამობაზე დიდი რაოდენობით ვიზიტორი ეწვია. ეს ტბა ზღვის დონიდან 2250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და რამდენიმე ხნის წინ მას ევროპის ღირსშესანიშნაობების პროექტის (EDEN) ფარგლებში, "სრულყოფილობის ჯილდო" ერგო. თათვანში ჩამოსული სტუმრები არა მხოლოდ ამ კრატერული ტბის ნახვით ტკბებიან, არამედ სხვა ბუნებრივი სილამაზეებითაც, ცხელი და ცივი ტბებითაც, ყინულის გამოქვაბულებითაც და ორთქლის ქიმინებითაც, იტყობინება სტარი

Sabah-ი სპორტულ გვერდზე ფეხბურთის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდით. მისი მიხედვით ინგლისური საფეხბურთო კლუბის, არსენალის თურქი წარმოშობის ფეხბურთელს მესუთ ოზილს შაბათს ქორწილი ჰქონდა რა, მის ფარგლებში, თურქული ჰუმანიტარული საზოგადოება “კიზილაის“ ორგანიზებით, საქორწინო სუფრა გაუშალა თურქეთში მცხოვრებ 16 ათასამდე სირიელ ბავშვს, ხოლო ამის პარალელურად 1000-მდე სირიელ და აფრიკელ ავადმყოფ ბავშვს კი ოპერაცია გაუკეთებინა. “საერთოდ, ოზილი განთქმულია თავისი საქველმოქმედო საქმიანობებით და სწორედ იგი უძღვება თურქეთში  სისხლისა და ღეროვანი უჯრედების ბანკის შექმნის კამპანიასაც“, ხაზს უსვამს საბაჰი



მსგავსი ინფორმაციები