თურქული პრესა 22.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2142664
თურქული პრესა 22.05.2024

თურქული პრესა 22.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star: "ერდოღანი: საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობა აშკარაა"

რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ჩოლაკუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: "აშკარაა საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობა ისრაელის სისასტიკის შეჩერებისა და ჩვენი პალესტინელი ძმების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე. თუმცა, ამის მიუხედავად, ხოცვა-ჟლეტის აღსაკვეთად ნაბიჯები მაინც არ იდგმება. ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა ახორციელებენ გენოციდის პოლიტიკას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების საფრთხეში ჩაგდების საფასურად. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“.

Sabah: "სელჩუკ ბაირაქტარი: სამაგალითო ოპერაცია მსოფლიოსთვის"

უპილოტო საფრენი აპარატი "Akıncı", რომელმაც ირანის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ჩამოვარდნილი შვეულმფრენის ნამსხვრევების არეალი აღმოაჩინა, მსოფლიოში აქტუალური თემა გახდა. „ბაიკარი“-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ და ტექნოლოგიების ლიდერმა სელჩუკ ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ თურქეთი არის მაგალითი მსოფლიოსთვის როგორც ცივილიზაციური ღირებულებებით ისე ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით.

Hürriyet: "თურქეთმა მოგზაურობის ინდექსში 8 ადგილით ზემოთ გადაინაცვლა"

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2023 წლის მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსში თურქეთმა 8 საფეხურით წინ წაიწია და 119 ქვეყანას შორის 29-ე ადგილი დაიკავა.

Yenişafak: "სტამბოლის აეროპორტი ისევ პირველია"

6-12 მაისს შორის სტამბოლის აეროპორტი ევროპაში ისევ ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა დღეში საშუალოდ 1430 რეისით.

Habertürk: "გეზერავჯი: ჩვენ ვგეგმავთ მთვარეზე ასლვას"

თურქეთის პირველმა ასტრონავტმა ალპერ გეზერავჯიმ თქვა: „სულ რაღაც რამდენიმე თვეში ჩვენი ქვეყნის რესურსებით წარმოებული რაკეტით და ამ რაკეტის კოსმოსში გადამზიდავი სისტემით ჩვენ ვგეგმავთ მთვარეზე ასვლას“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები