პრეზიდენტი ერდოღანი ადიამანში ჩავიდა

პრეზიდენტი ერდოღანი ადიამანში ჩავიდა

1952270
პრეზიდენტი ერდოღანი ადიამანში ჩავიდა

„ვპირდები ჩემს ერს, რომ მიწისძვრის ჭრილობებს ერთ წელიწადში დიდწილად მოვიშუშებთ“. - განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განცხადება ადიამანში გააკეთა, სადაც ქაჰრამანმარაშის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ვითარების ადგილზე გასაცნობად ჩავიდა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ურბანული ტრანსფორმაციის პროექტების დაჩქარების თაოსნობით, ჩვენი ქალაქების რაც შეიძლება მალე შესაძლო კატასტროფებისთვის მოსამზადებლად... მიწისძვრის ზონაში სახლების რაოდენობამ, რომელთა მიწის კვლევები დასრულდა და  სამშენებლო ეტაპს მიაღწია, 309 ათასია. ჩვენ ავაშენებთ დაახლოებით 50 ათას სახლს ადიამანში. მშენებლობას დაუყოვნებლივ ვიწყებთ იმ ადგილებში, სადაც მიკრო ზონირება და გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები დასრულებულია...  (მიწისძვრის ზონაში) ჩვენ არ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ სტრუქტურულ ცვლილებებზე ჩვენს ქალაქებში, რომლებიც მასპინძლობდნენ ათასობით წლის ცივილიზაციას და სადაც ჩვენ ათასწლეულების განმავლობაში ვცხოვრობდით ძმურად. დაიცავით თქვენი ქალაქი, არასოდეს დატოვოთ თქვენი მშობლიური ქალაქი სამუდამოდ. თითოეულ დანგრეულ სახლს უკეთესს, ლამაზს, უსაფრთხოს, ახალს ავაშენებთ და გადმოგცემთ“. - განაცხადა პრეზიდენტმა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები