ჰაქან ფიდანი ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფება

ჰაქან ფიდანი ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფება

2152883
ჰაქან ფიდანი ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფება

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში პრეზიდენტმა გორდანა სილიანოვსკა დავკოვამ და მონტენეგროს პრეზიდენტმა იაკოვ მილატოვიჩმა მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ ქსელ X-ით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ

მინისტრი ფიდანი შეხვდა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს დავკოვას და მონტენეგროს პრეზიდენტს მილატოვიჩს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა სამიტის ფარგლებში, რომელიც სკოპიეში გაიმართა.

ფიდანთან შეხვედრის შესახებ მილატოვიჩმა X-ით გავრცელებულ პოსტში ასევე განაცხადა: "მონტენეგრო და თურქეთი ორი მეგობარი ქვეყანაა, მოკავშირე და ეკონომიკური პარტნიორი. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაძლიერებას და საუკეთესო ურთიერთობების დამყარებას. ეს იყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩვენი შეხვედრის მთავარი გზავნილი“.

მოგვიანებით ფიდანი დაესწრო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის პროცესის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა სამიტს, რომელზეც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს წარმოადგენდა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის პროცესი ერთადერთი რეგიონალური თანამშრომლობის ფორუმია, რომელიც მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ 13-ვე მონაწილეს და იგი 1996 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული დეკლარაციის შედეგად შეიქმნა.



მსგავსი ინფორმაციები