პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2153754
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ისრაელის ხოცვა-ჟლეტა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) წევრებს, რომლის თავმჯდომარეც არის, ვიდეოკონფერენციის სისტემით ყურბან-ბაირამი მიულოცა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, ყურბან-ბაირამი იმ დროს აღინიშნა, როდესაც კაცობრიობის სახელით სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტები ხდებოდა ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე. ერდოღანმა თქვა: „38 ათასი ძმისა და დის ტკივილი, რომლებიც მოწამეობრივად დაიღუპა ისრაელის გენოციდური ადმინისტრაციის მიერ, არღვევს ჩვენს გულებს, როგორც ერს და უმას, არა მხოლოდ ისლამურ სამყაროს, არამედ კაცობრიობას. მსოფლიომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ისრაელის სისხლისმღვრელობის წინააღმდეგ და სასწრაფოდ შეაჩეროს ხოცვა-ჟლეტა, რომლის მომსწრენიც ყველა ჩვენგანი ვართ. მსოფლიომ აუცილებელია შეაჩეროს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია. თურქეთი, რეგიონის მშვიდობის და სტაბილურობის დასამყარებლად მასზე დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად მზად არის“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ იმ ქვეყნების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდისთვის, რომლებიც აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს.



მსგავსი ინფორმაციები