პრეზიდენტმა ერდოღანმა მსოფლიო ლიდერებს ყურბან-ბაირამი მიულოცა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მსოფლიო ლიდერებს ყურბან-ბაირამი მიულოცა

2153509
პრეზიდენტმა ერდოღანმა მსოფლიო ლიდერებს ყურბან-ბაირამი მიულოცა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, შაჰბაზ შარიფთან.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სატელეფონო საუბრის დროს, პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შაჰბაზ შარიფს განუცხადა, რომ ისლამურ სამყაროს სევდიანი ბაირამი ჰქონდა, ისრაელის მხრიდან ღაზაში განხორციელებული ხოცვა-ჟლეტის გამო.

სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შარიფს და პაკისტანის მოსახლეობას ყურბან-ბაირამი მიულოცა.

მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანთან.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღან-ალ-ნაჰიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ერდოღანმა გამოთქვა სურვილი, რომ მალე პალესტინა მშვიდობისა და სტაბილურობის ქვეშ გაატარებს ბაირამს, სადაც ისრაელის ქმედებების გამო სისხლი და ცრემლები ჭარბობს.

სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს და მათ მოსახლეობას ყურბან-ბაირამი მიულოცა.

ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდისთან.

კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისლამური სამყაროს ერთიანობა მნიშვნელოვანია ამ რთულ დროს და მიულოცა საუდის არაბეთს იმ გადაწყვეტილების გამო, რომ მასპინძლოს 1000 ადამიანს, რომლებიც არიან ღაზაში დაღუპული და დაშავებული ოჯახების წევრები.

სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს და მათ მოსახლეობას ყურბან-ბაირამი მიულოცა.

თავის მხრივ, ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ერაყის პრეზიდენტ, აბდულ ლატიფ რაშიდთან.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა სურვილი, რომ ბაირამის დღესასწაულები ისლამური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული დღეებია, რომლებიც მოუტანს მშვიდობას, ბედნიერებას და სიუხვეს ისლამურ სამყაროს, განსაკუთრებით პალესტინის მიწებს.

სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა ერაყის პრეზიდენტს და მათ მოსახლეობას ყურბან-ბაირამი მიულოცა.



მსგავსი ინფორმაციები