სინირლიოღლუმ მკაცრად გააკრიტიკა გაეროში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენელი

ფერიდუნ სინირლიოღლუმ, მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთის წარმომადგენელი, რომელმაც სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ის წინააღმდეგ თურქეთის ბრძოლის საკითხზე ბრალდებები გამოთქვა

1922157
სინირლიოღლუმ მკაცრად გააკრიტიკა გაეროში  ჩინეთის მუდმივი წარმომადგენელი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ, მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთის წარმომადგენელი, რომელმაც სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ის წინააღმდეგ თურქეთის ბრძოლის საკითხზე ბრალდებები გამოთქვა.

გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას სინირლიოღლუმ პასუხი გასცა გაეროში ჩინეთის მუდმივ წარმომადგენელს გენგ შუანგს, რომელმაც თურქეთი „სირიის ჩრდილოეთის რამოდენიმეჯერ დარტყმის მიყენებასა და არტილერიით დაბომბვის და სახმელეთო ოპერაციის დაწყების მუქარაში“ დაადანაშაულა და „ამ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის“ მოწოდება გააკეთა.

„არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჭკუა დაგვარიგოს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე. უარვყოფთ დღეს მოსმენილ განცხადებებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აქვთ უფლება გვითხრან ჩვენი საზღვრების დაცვისას, ხალხის დაცვისა რა უნდა გავაკეთოთ და რა არა“. - თქვა სინირლიოღლუმ.

მან განაცხადა, რომ თურქეთის გადაწყვეტილება ტერორიზმთან საბრძოლველად "ურყევია" და რომ ის გააგრძელებს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას თავისი ხალხის დასაცავად და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 500-ზე მეტი სირიელი დაიღუპა სირიის ჩრდილოეთში PKK/YPG-ს თავდასხმების შედეგად.

„PKK/YPG/SDG ახორციელებს ზეწოლას ჩრდილო-აღმოსავლეთში ხალხზე და ახორციელებს სეპარატისტულ დღის წესრიგს. DEAŞ-თან ბრძოლის საბაბით ამ ტერორისტული/სეპარატისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა, ეწინააღმდეგება გაეროს რეზოლუციებს, რომლებიც ადასტურებენ სირიის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე მტკიცე მხარდაჭერას." - თქვა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ჩინეთი , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები