ბატმანის რაიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 2 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

ბატმანის რაიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 2 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

2155188
ბატმანის რაიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 2 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

ბატმანის გერჩუშის რაიონში ჩატარებული ოპერაციის Bozdoğan-45-ის დროს 2 ტერორისტი, რომელთაგან 1 წითელი ცირკულარით იძებნებოდა, განეიტრალებული იქნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ სოციალურ ქსელში გაკეთებულ პოსტში განაცხადა, რომ 2 ტერორისტი, რომელთაგან ერთი იძებნებოდა წითელი ცირკულარით, ოპერაციის შედეგად განეიტრალდნენ. მისივე თქმით, აღნიშნული ტერორისტები წარსულში მონაწილეობდნენ 9 თავდასხმში, რომელთა შედეგადაც მოწამეობრივად დაიღუპა დაცვის 6 თანამშრომელი და დაშავდა 19.

ოპერაციას მხარს უჭერდნენ საჰაერო ძალების სარდლობის თვითმფრინავები, მოიერიშე ვერტმფრენები ATAK-ი და შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი J-SİHA.

ალი იერლიკაიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაირამის პერიოდში (15-19 ივნისი) განეიტრალდა სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის 11 ტერორისტი, რომელთაგან 2 წითელ კატეგორიაში, 4 ნარინჯისფერ კატეგორიაში და 2 ნაცრისფერ კატეგორიაში იყო შეყვანილი.

იერლიკაიამ ხაზგასმით აღნიშნა ტერორიზმთან ბრძოლაში მიზანდასახულობაზე და დაამატა: "ჩვენი მოწამეების სისხლი აუღებელი არ დარჩება. ჩვენ არ მივცემთ მოღალატეებს ამოსუნთქვის საშუალებას. ჩვენი ოპერაციები გაგრძელდება წელიწადში 365 დღე განურჩევლად ზამთარ-ზაფხულისა".



მსგავსი ინფორმაციები