ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

2155841
ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, საუბრისას განიხილეს რუსეთის დაღესტნის რეგიონში მომხდარი ტერაქტები.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ტერორიზმის ყოველგვარი ფორმის  წინააღმდეგია და სიძულვილით გმობს თავდასხმებს. მან დაღუპულთა გამო სამძიმარი გამოთქვა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს მუშაობას რეგიონში ყველა კონფლიქტის დასასრულებლად.


საკვანძო სიტყვები: #სატელეფონო საუბარი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები