ჰაქან ფიდანი მსოფლიოს აფრთხილებს

ჰაქან ფიდანი მსოფლიოს აფრთხილებს

2155500
ჰაქან ფიდანი მსოფლიოს აფრთხილებს

თურქეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ მსოფლიომ სერიოზულად უნდა მიიღოს რეგიონული თუ გლობალური ომის სცენარი.

ჰაქან ფიდანმა ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს, დღის წესრიგთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა.

ჰაქან ფიდანმა გასული წლის, 7 ოქტომბრის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები შეაფასა და აღნიშნა, რომ ისრაელმა შეიმუშავა სისტემური ომის გეგმა, რათა მოვლენები თავის სასარგებლოდ გადაექცია.

„ისრაელის სისტემის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ხელმძღვანელობით დამკვიდრებულ პოლიტიკას, რათა მთლიანად გაანადგუროს პალესტინა, წინააღმდეგობის მოძრაობა, ჰამასის საბაბად, მიუღებელი ფაქტია. ამიტომ, მსოფლიომ სერიოზულად უნდა მიიღოს რეგიონალური ან გლობალური ომის სცენარი. ღაზაში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტამ და გენოციდმა კაცობრიობა ორად გაყო. ევროპულმა სახელმწიფოებმა და აშშ-მ არ შეაჩერეს ისრაელის პოლიტიკა (ღაზაში). პირიქით, მათ მხარი დაუჭირეს. ახლა, კი მსოფლიო შეიძლება ითქვას, რომ თანხმდება იმ მიდგომაზე, რომ საკითხი ორი სახელმწიფოს ფორმატში უნდა იქნეს მოგვარებული და რეგიონში ჰუმანიტარული საჭიროებებიც შევიდეს, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, განაცხადა ჰაქან ფიდანმა.



მსგავსი ინფორმაციები