მევლუთ ჩავუშოღლუ ჩეხეთს ეწვევა
მევლუთ ჩავუშოღლუ ჩეხეთს ეწვევა
1840578
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, 10-11 ივნისს ჩეხეთს ეწვევა. საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყების მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ჩეხ კოლეგა, იან ლიპავსკის მოწვევით 10-11 ივნისს ამ ქვეყანას ეწვევა“. ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში განსახორციელებელ შეხვედრებზე, თურქეთ-ჩეხეთის ურთიერთობები, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები იქნება განხილული.
მინისტრი ჩავუშოღლუ ჩეხეთში ვიზიტის დროს, ასევე დაესწრება აზია-ევროპის მე-4 პოლიტიკური ფორუმის გახსნას, როგორც მთავარი მომხსენებელი.