ჰაქან ფიდანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პალესტინის საკითხზე გამართულ შეხვედრებს დაესწრო

ჰაქან ფიდანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პალესტინის საკითხზე გამართულ შეხვედრებს დაესწრო

2144504
ჰაქან ფიდანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პალესტინის საკითხზე გამართულ შეხვედრებს დაესწრო

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ პალესტინის აღიარების გადადება პრობლემას ვერ გადაჭრის და ეს ისრაელს მეტ დროს მისცემს.

ჰაქან ფიდანმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პალესტინის საკითხზე გამართული "საერთაშორისო პარტნიორების შეხვედრაზე" და "პალესტინის აღიარების ჩათვლით ორ სახელმწიფოიანი გადაწყვეტის განხორციელების" შეხვედრებზე სიტყვით გამოვიდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს, ნეთანიაჰუს ფუნდამენტალისტური მთავრობის პირობებში გადაწყვეტილი აქვს პალესტინელების განადგურებისა და ლიკვიდაციის გეგმა დაასრულოს რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს და ეს სასტიკი განადგურების გეგმა მიიწევს ღაზიდან დასავლეთ სანაპიროსკენ და აღმოსავლეთ იერუსალიმისკენ.

ფიდანმა განაცხადა, რომ პალესტინას უნდა მიეცეს უფლება, იმოქმედოს, როგორც სრულფასოვანმა სახელმწიფომ, რათა დაძლიოს ეს ყველაფერი და პალესტინას უნდა ჰქონდეს საკუთარი ინსტიტუტები საკუთარი სისტემის მართვისთვის.

თურქმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ძალისხმევა უნდა გაიზარდოს იმისთვის, რომ უფრო მეტმა ქვეყანამ აღიაროს პალესტინის სახელმწიფო და რომ ამის გადადება პრობლემას არ გადაჭრის და მხოლოდ ისრაელს მისცემს მეტ დროს.

ამავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი შეკრების წინ ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრს ხოსე მანუელ ალბარესს შეხვდა.



მსგავსი ინფორმაციები