პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე

პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე

1836202
პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე

„საბერძნეთთან უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს შეთანხმება დავარღვიეთ“. - განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე.

თავის გამოსვლაში საბერძნეთის ხელისუფლებას მიმართა: "თუ გულწრფელი იქნებით, თქვენი ადგილი მზად არის ჩვენს წინაშე, თუ არ იქნებით, ბოდიში, მაგრამ არა".

"(ბერძენმა ოფიციალურმა პირებმა) მოამზადეს შესაძლებლობა საბერძნეთში ამერიკული ბაზების შექმნისთვის? მოამზადეს. საბერძნეთთან უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს შეთანხმება დავარღვიეთ. საბერძნეთთან ჩვენ მომხრე ვართ პირადი საგარეო პოლიტიკის. დგებით და თქვენი თვითმფრინავებით ჩვენებს გვიწყობთ. რას აკეთებ, გონზე მოდი... ისტორიიდან არაფერს სწავლობ? მერე იწყებ ტირილს. /.../. მათთან ორმხრივი მოლაპარაკებებს აღარ ვაწარმოებთ. სამწუხაროდ, ეს საბერძნეთი არ გამოსწორდება. აშშ-ში ბერძნული ლობი ყოფილა, ის ჩვენს წინააღმდეგ ილაპარაკებს კონგრესში... ჩვენ მათ დაგვღალეს“. - აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგობასთან  დაკავშირებით კი განაცხადა: „ნატო არის უსაფრთხოების ორგანიზაცია და არა ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი ორგანიზაცია“.

„შვედეთმა და ფინეთმა /.../ თავიანთ საზღვრებში უნდა ჩაკეტონ ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველა ინსტიტუტის კარი. ისინი (ტერორისტული დაჯგუფებები) ევროპაში თავიანთი ბანერებით, ამ ქვეყნის უსაფრთხოების ძალების დაცვით მსვლელობას ატარებენ. ისინი, ვინც ზეწოლას ახდენენ ჩვენს ხალხზე და მხარს უჭერენ PKK-ს მხარდამჭერთა საქმიანობას, არიან არა დემოკრატები, არამედ ყველაზე პრიმიტიულად ფაშისტები არიან. ვინც ტერორისტულ ორგანიზაციას გადასცემს უფასოდ იარაღს, რომელსაც თურქეთს საფასურის გადახდითაც კი არ აძლევს, იმსახურებენ უწოდო ტერორისტული ორგანიზაცია. ქვეყანა, რომელიც დაუფიქრებლად უთმობს გზას ტერორისტებს, ჩვენთან ერთად იბრძოლებს საფრთხის წინაშე? ისინი, ვინც ჩვენს (სასაზღვრო) ოპერაციებს შეჭრას უწოდებს, ჩვენთან ერთად დადგება საერთო მტრის წინააღმდეგ? ჩვენ არ შევცვლით ჩვენს პოზიციას, სანამ არ ვიპოვით დამაკმაყოფილებელ მკაფიო პასუხებს ამ კითხვებზე და არ დავინახავთ სავალდებულო დოკუმენტებს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიის საზღვარზე 30 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხო ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ახალი ეტაპზე გადავიდა და დაამატა: "ჩვენ ვასუფთავებთ თელ რიფატს და მანბიჯს ტერორისტებისაგან. შემდეგ ეტაპობრივად იგივეს გავაკეთებთ სხვა რეგიონებში."


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები