რეჯეფ თაიფ ერდოღან-ნაჯიბ მიკატის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რეჯეფ თაიფ ერდოღან-ნაჯიბ მიკატის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2188753
რეჯეფ თაიფ ერდოღან-ნაჯიბ მიკატის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატის ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა მწუხარება გამოხატა ლიბანში მომხდარი თავდასხმის გამო და თავდასხმის შედეგად დაღუპულებს წყალობა, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელის მცდელობები რეგიონში კონფლიქტების გავრცელებისთვის უკიდურესად სახიფათოა და მათი მხრიდან, ისრაელის აგრესიის შეჩერების მცდელობები გაგრძელდება.

ცნობისათვის, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, ხოლო დაახლოებით 2800 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 300-მდე მძიმედაა დაჭრილი.

ლიბანის მთავრობა ამ ფაქტში ისრაელს ადანაშაულებს, მაგრამ თელ-ავივის მხრიდან ჯერ-ჯერობით არანაირი შეფასება არ გაკეთებულა.



მსგავსი ინფორმაციები