დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის განცხადება

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის განცხადება

2188655
დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის განცხადება

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა (DMM) განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ჯარისკაცები სამოქალაქო პირებს ესვრიან, ნაჩვენები არიან არა თურქი, არამედ ისრაელის ჯარისკაცები.

DMM-ის განცხადებაში ნათქვამია: "დადგინდა, რომ საკითხთან დაკავშირებული კადრები გადაღებულია არა ერაყის ქალაქ დუჰოკში, არამედ პალესტინის დასავლეთ სანაპიროს ელ-ხალილის რეგიონში. კადრებში ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ოკუპანტი ისრაელის ჯარისკაცები სატვირთო მანქანის მძღოლს და ესვრიან მანქანის საბურავებს. დადგინდა, რომ ვიდეოს დაემატა მუსიკა, რათა არ ისმოდეს ებრაულენოვანი საუბრები. ნუ დაუჯერებთ უსაფუძვლო ბრალდებებს“.



მსგავსი ინფორმაციები