პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 21-26 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 21-26 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

2189564
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 21-26 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 21-26 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ერდოღანი ნიუ-იორკში 193 ქვეყნის მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურებთან ერთად გაეროს 79-ე გენერალურ ასამბლეას დაესწრება.

პრეზიდენტი, რომელიც 24 სექტემბერს გაეროს ტრიბუნაზე მე-14-ედ გამოვა, კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას გლობალური სისტემის უსამართლობაზე და ხაზს გაუსვამს გაეროს რეფორმირების აუცილებლობას.

პრეზიდენტი ერდოღანი ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებთან პირისპირ შეხვედრებსაც გამართავს.

ქვეყნებს შორის ურთიერთობების გარდა, შეფასდება რეგიონული და გლობალური საკითხები.

შეხვედრების ადგილი იქნება „თურქევი“ (თურქული სახლი), რომელიც გაეროს შტაბ-ბინასთან ახლოს მდებარეობს.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი ბიზნეს სამყაროს წარმომადგენლებს შეხვდება. მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან თურქეთში საინვესტიციო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის ზრდას განიხილავენ.

დღის წესრიგში ჩადგება თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში ბოლო დროს მიღებული დადებითი იმპულსი და ერთობლივი ვაჭრობის მოცულობის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდის მიზანი.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები