პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა ჩატარდა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ ტერორისტული ელემენტების წინააღმდეგ მტკიცე ბრძოლა გაგრძელდება

1460204
პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა ჩატარდა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ ტერორისტული ელემენტების წინააღმდეგ მტკიცე ბრძოლა გაგრძელდება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით შეიკრიბა.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერორისტული ელემენტების წინააღმდეგ საზღვრების მიღმა საერთაშორისო სამართალიდან გამომდინარე უფლებების ფარგლებში ბრძოლა გაგრძელდება.

აქვე ნათქვამია, რომ ”სომხეთის აგრესია, რომელიც წლების განმავლობაში აგრძელებს უკანონო ოკუპაციას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მკაცრად არის დაგმობილი”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთმა უნდა დაასრულოს თავისი ძალადობრივი პოზიცია და დატოვოს მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორია და რომ თურქი ერი მოძმე აზერბაიჯანის სამართლიან ბრძოლაში მისაღებ ყველა სახის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.

განცხადების მიხედვით, მცდელობებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს კვიპროსში მშვიდობისა და სტაბილურობის გარემოს, არ დაუშვებენ.

ასევე ნათქვამია: ”ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლებების ფარგლებში დავიცვათ ჩვენი უფლებები და ინტერესები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.”

აქვე საუბარია ლიბიის შესახებაც და აღნიშნულია: ”თურქეთი გააგრძელებს ლიბიის ხალხის გვერდით დგომას ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ”

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ძალის რესტრუქტურიზაციის პროცესი დაიწყო და ამ კონტექსტში თურქეთის ყველა სფეროში მომზადებისთვის საჭირო მექანიზმების შექმნის მნიშვნელობაზე იქნა ყურადღება გამახვილებული.



მსგავსი ინფორმაციები