თურქეთში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  178  278  პაციენტი   გამოჯანმრთელდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1313 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1448619
თურქეთში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  178  278  პაციენტი   გამოჯანმრთელდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5186-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 52 141 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1172 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 19 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 203 456-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  178 278  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1313 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #კორონავირუსი

მსგავსი ინფორმაციები