თურქეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4600-ს გასცდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 24 ადამიანი გარდაიცვალა

1428935
თურქეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4600-ს გასცდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4609-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 52 305 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 867 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 24 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 166 422-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  130 852 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 931 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #კოვიდ-19

მსგავსი ინფორმაციები