ჩრდილოეთ ერაყში PKK-ს ტერორისტების განეიტრალება გრძელდება
რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება
1247507
თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში მიმდინარე წლის 27 მაისს დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით „კლანჭი“-ს პარალელურად წარმოებული საჰაერო ოპერაციების ფარგლებში კიდევ 3 ტერორისტი იქნა განეიტრალებული. საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ Twitter-ით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ მიმდინარე წლის 27 მაისს დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით „კლანჭი“-ს პარალელურად წარმოებული საჰაერო ოპერაციების ფარგლებში გუშინ გაბარის რეგიონში მორიგი საჰაერო ოპერაცია განხორციელდა რის შედეგადაც სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს კიდევ სამი ტერორისტი იქნა განეიტრალებული. რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება.“