ჰაქან ფიდანი ალი ბაგერი კენის ტელეფონით ესაუბრა

ჰაქან ფიდანი ალი ბაგერი კენის ტელეფონით ესაუბრა

2142119
ჰაქან ფიდანი ალი ბაგერი კენის ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალი ბაგერი კენის ტელეფონით ესაუბრა.

დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს მინისტრმა ფიდანმა განაცხადა, რომ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოუცხადა მეგობარ და მოძმე ირანელ ხალხს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ირან-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა. უბედური შემთხვევის შედეგად, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი, მათ შორის პრეზიდენტი რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ აბდოლაჰიანი დაიღუპნენ.



მსგავსი ინფორმაციები