იბრაჰიმ რაისის გარდაცვალების გამო ერთ დღიანი გლოვის დღე გამოაცხადა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის გარდაცვალების გამო ერთ დღიანი გლოვის დღე გამოაცხადა

2142148
იბრაჰიმ რაისის გარდაცვალების გამო ერთ დღიანი გლოვის დღე გამოაცხადა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის გარდაცვალების გამო ერთ დღიანი გლოვის დღე გამოაცხადა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადებები გააკეთა.

ერდოღანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა მწუხარება ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ირანის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის დაღუპვის გამო.

„მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გადავწყვიტეთ გამოვაცხადოთ ეროვნული გლოვის დღე ჩვენს ქვეყანაში, რათა გავიზიაროთ ირანელი ხალხის ღრმა ტკივილი“. - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ რაისისა და მისი დელეგაციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ, ირანის მოთხოვნით ამ ქვეყანაში გაგზავნილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა „აქინჯი“-მ 7,5 საათის განმავლობაში აწარმოა სამძებრო სამუშაოები რეგიონში მიუხედავად რთული ამინდისა და ჯამში ფრენა 2100 კილომეტრზე განხორციელდა.

ერთი დღით ადრე პრეზიდენტი რაისი ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე კაშხლის გახსნის ცერემონიაზე დასწრების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანთან და ზოგიერთ ოფიციალურ პირთან ერთად ავიაკატასტროფაში მოყვა.

ირანის მოთხოვნით თურქეთმა საძიებო-სამაშველო საქმიანობებისთვის უპილოტო საფრენი აპარატი „აქინჯი“ გააგზავნა. „აქინჯი“-ს მიერ აღმოჩენილი ვერტმფრენის ნამსხვრევების კოორდინატები ირანის ხელისუფლებას გაუზიარეს.

აღნიშნულ ადგილზე მისულმა ირანულმა ჯგუფებმა დაადგინეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ გადარჩენილა.


საკვანძო სიტყვები: #გლოვის დღე , #ირანი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები