ერდოღან-ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ერდოღან-ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2142013
ერდოღან-ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა განიხილეს თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური მოვლენები.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბროს დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის პოზიტიური პროგრესის გამო და განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალს პროცესს.

სატელეფონო საუბრის დროს, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა ახალ კლიმატს შექმნის როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე სომხეთისთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები