თურქეთის შეიარაღებული ძალები ანტიტერორისტულ ოპერაციებს განაგრძობენ

თურქეთის შეიარაღებული ძალები ანტიტერორისტულ ოპერაციებს განაგრძობენ

1238957
თურქეთის შეიარაღებული ძალები ანტიტერორისტულ ოპერაციებს განაგრძობენ

თუნჯელიში ჩატარებული  ოპერაციის შედეგად, რომელშიც მონაწილეობას საჰაერო ძალებიც იღებდნენ, ტერორგანიზაცია PKK-ს 2 ტერორისტი გაანეიტრალეს.

თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის ანგარიშით გაკეთებული განცხადების მიხედვით, თუნჯელის რეგიონში საჰაერო ძალების მხარდაჭერით ოპერაცია ჩატარდა.  

ოპერაციის დროს სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს 2 ტერორისტი გაანეიტრალეს.

დიარბაქირის ლიჯეს რაიონის პერიფერიაში წარმოებული ოპერაციის შედეგად კი 5 ტერორისტი გაანეიტრალეს.

რეგიონში ოპერაციები გრძელდება.

ოპერაცია „კლანჭთან“ კოორდინირებულად ერაყის ჩრდილოეთში მდებარე მეთინასა და გარას რეგიონებზე ჩატარებული ოპერაციების დროს 6 ტერორისტი გააუვნებელყვეს.

ერაყის ჩრდილოეთში კი ტერორისტების მიერ ბაზად გამოყენებული ქარაჯაქის რეგიონზე ფართო მასშტაბიანი ოპერაცია ჩატარდა რომლის დროსაც ბევრი ობიექტი განადგურდა.

ამასთანავე, ქარაჯაქზე ჩატარებული ოპერაციის დროს დიდ წილად ადგილობრივი წარმოების საბრძოლო მასალა გამოიყენეს და მხოლოდ ტერორისტები კუთვნილი ბაზები დაიბომბა.



მსგავსი ინფორმაციები