ბოლო ერთი კვირის მანძილზე უსაფრთხოების ოპერაციების შედეგად 23 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

შიდა უსაფრთხოების ოპერაციების შედეგად 23, მათ შორის ერთი ეგრეთ წოდებული მაღლი რანგის ტერორისტი იქნა განეიტრალებული

1108396
ბოლო ერთი კვირის მანძილზე უსაფრთხოების ოპერაციების შედეგად 23 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩატარებული შიდა უსაფრთხოების ოპერაციების შედეგად 23, მათ შორის ერთი ეგრეთ წოდებული მაღლი რანგის ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების თანახმად, 10-17 დეკემბერს 2 ათას 404 ოპერაცია ჩატარდა.  

ოპერაციების შედეგად 1 ტერორისტი ლიკვიდირებული იქნა, 11 დააკავეს 11 კი უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა.

განეიტრალებულ ტერორისტებს შორისაა ცისფერ კატეგორიაში შეყვანილი აიშენურ ინჯი.  

დაკავებული იქნა სეპარატისტულ ტერორგანიზაცია PKK-სთან კავშირში ეჭვმიტანილი 266, ფეტულაჰის ტერორგანიზაცია FETÖ-სთან კავშირში ეჭვმიტანილი 421, ტერორგანიზაცია დაეშ-თან კავშირში ეჭვმიტანილი 41 და მემარცხენე ტერორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილი 23 პიროვნება.

ამასთანავე სამუშაოები ჩატარდა სოციალური ქსელების 233 ანგარიშთან დაკავშირებით, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაციების პროპაგანდასა და სიძულვილის ენას შეიცავდა და დადგენილი 201 პიროვნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა ჩატარდა.  

არარეგულარულ მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 3 ათას 821 მიგრანტი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები