პაკისტანს თურქეთის CPEC-ს პროექტში ჩართულობა სურს

პაკისტანს თურქეთის CPEC-ს პროექტში ჩართულობა სურს

1083866
პაკისტანს თურქეთის CPEC-ს პროექტში ჩართულობა სურს

პაკისტანის პარლამენტის ქვედა პალატის თავჯდომარე,  ადად ქაისერიმა განაცხადა, რომ ისლამაბადის მთავრობას თურქეთის, ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის (CPEC) პროექტში ჩართულობა  სურს. მან ამის შესახებ პაკისტანის სახელმწიფო რადიუსთან მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა. „პაკისტანი, თურქეთთან მჭიდრო ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ახალ მთავრობას ამ ურთიერთობების უფრო გაფართოება სურს. ჩვენი ქვეყანა, ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის (CPEC) პროექტში, რომლის ღირებულებაც,  75 მილიარდი დოლარია, მოძმე თურქეთის ჩართულობაც სურს. თურქეთის ამ პროექტში ჩართულობა, რეგიონის ქვეყნებისთვისაც სასარგებლო იქნება. აღნიშნულ პროექტში საუდის არაბეთი გასულ თვეში ჩაერთო,“ განაცხადა, ადად ქაისერიმ. მეორეს მხრივ, ქაისერიმ პაკისტანში თურქეთის ელჩი,  იჰსან მუსტაფა იურდაქულიც მიიღო რა,  შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს. იურდაქულმა კი ადად ქაისერი 14 დეკემბერს სტამბოლში გასამართი „იერუსალიმისთვის  საპარლამენტო კავშირი“-ს შეხვედრაზე მიიწვია.



მსგავსი ინფორმაციები