პრეზიდენტი ერდოღანი სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

ოფიციალური ვიზიტით სამხერთ კორეაში ჩასულ თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანს მისი კოლეგა მუნ ჯე ინი ოფიციალური ცერემონიით დახვდა

962230
პრეზიდენტი ერდოღანი სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

ოფიციალური ვიზიტით სამხერთ კორეაში ჩასულ თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანს მისი კოლეგა მუნ ჯე ინი ოფიციალური ცერემონიით დახვდა.

„ლურჯი სახლის“ სახელით ცნობილ პრეზიდენტის სასახლეში, დარბაზში, სადაც დახვედრის ცერემონია გაიმართა, პრეზიდენტ ერდოღანსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შორის დაახლოებით ერთ საათიანი პირისპირი შეხვედრა ჩატარდა.

ლიდერებმა, რომლებმაც გაფართოებულ შეხვედრას უხელმძღვანელეს, შეხვედრის პრესისათვის ღია ნაწილში სიტყვით გამოვიდნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „ბატონო პრეზიდენტო, უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ ჩამოსვლის წუთიდან ჩვენს მიმართ გამოჩენილი სტუმართმოყვარეობის გამო.“

ერდოღანმა, უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ კორეას, ჩრდილოეთ კორეას შორის ჩატარებული მსოფლიო მშვიდობისათვის სერიოზულად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამო პირადი და ერის სახელით მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ეს სტაბილურობა მომავალშიც გაგრძელდება.  მისივე თქმით, განსაკუთრებით, ამ პროცესში ჩრდილოეთ კორეა სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს თუ გააგრძელებს, უფრო დადებითი შეხვედრების მიზეზი გახდება და თურქეთი მზად არის ამ საკითხში რაც ევალება გააკეთოს.

პრეზიდენტ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეასა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 7,5 მილიარდი დოლარია რაც არასაკმარისად მიაჩნიათ და დაამატა: „გვსურს, რომ ეს კიდევ უფრო გაიზარდოს. ვფიქრობ რომ ორივე ქვეყანამ როგორც  მოსახლეობის პოტენციალით ასევე როგორც G-20-ის წევრმა ქვეყნებმა საჭიროა ეს ციფრი გაზარდონ. ამჟამად თურქეთისა და სამხრეთ კორეის ერთობლივად მოსახლეობის რაოდენობა 132 მილიონია. ასეთი მოსახლეობის პოტენციალისთვის ეს სავაჭრო ბრუნვა ძალიან დაბალია. რატომ არ უდნა გაიზარდოს იგი 10-15 მილიარდ დოლარამდე? განსაკუთრებით თავდაცვითი მრეწველობის თაოსნობით მოწინავე ტექნოლოგიების სფეროში ბევრი რამ არის რისიც ერთად გაკეთება შეგვიძლია.“



მსგავსი ინფორმაციები