ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

936485
ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ,  ემანუელ მაკრონს. პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ საღამოს გამართული სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა მაკრონს აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ ესაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს ასევე  ორმხრივი და რეგიონალური საკითხებიც  განიხილეს. ერდოღანმა სირიაში განვითარებული ბოლო მოვლენების შესახებ საუბრის დროს განაცხადა, რომ მათი აფრინში ოპერაციის მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და რეგიონის მოსახლეობის ტერორისტებისგან გაწმენდაა. თურქეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ხმელთაშა ზღვაში ჩასატარებელ  ჰიდროკარბონალურ რესურსების მოპოვების საკითხსაც შეეხო და დასძინა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის უფლებებიც უნდა იქნეს დაცული.   სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა და მაკრონმა ორშაბათ დღეს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ჩასატარებელ ევროკავშირის ლიდერთა სამიტის მნიშვნელობაზე  ისაუბრეს,  რა დროსაც,  ერდოღანმა კიდევ ერთხელ თურქეთის,  ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თურქეთის პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგას ასევე გუშნი საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო სამძიმარი გამოუცხადა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომა აღუთქვა.



მსგავსი ინფორმაციები