ერდოღანი: „იერუსალიმთან დაკავშირებით დამოკიდებულებას არ შევიცვლით“

ერდოღანი: „იერუსალიმთან დაკავშირებით დამოკიდებულებას არ შევიცვლით“

920451
ერდოღანი: „იერუსალიმთან დაკავშირებით დამოკიდებულებას არ შევიცვლით“
erdogan moritanya.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იერუსალიმთან დაკავშირებით დამოკიდებულებას არ შეიცვლიან. ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ჩასულ მავრიტანიაში პრეზიდენტის სასახლეში თავის კოლეგა,  მუჰამედ ველედ აბდელაზიზს შეხვდა. შემდეგ  დასავლეთი აფრიკის ტურნეს ფარგლებში სენეგალში გამგზავრებამდე აეროპორტში ერდოღანმა აბდულაზიზთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება რა, აღნიშნა, რომ თურქეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებს მავრიტანიაში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდებენ. მან ბოლო დროს მავრიტანიაში მეთევზეობასთან დაკავშირებით წინსვლაზეც გაამახვილა ყურადღება და დაამატა: „ამჟამად ჩვენი 40-მდე მეთევზეთა გემი მავრიტანიაში შესაბამის სამუშაოებს ატარებენ. მე კარგად ვიცი, რომ მავრიტანიას სამთო სფეროში სერიოზული პოტენციალი გააჩნია. ჩვენც ამ სფეროში სერიოზული გამოცდილება გვაქვს და გვსურს, რომ მავრიტანიელ მეგობრებს ეს გამოცდილება გაუზიაროთ.   მომდევნო დღეებში შერეული ეკონომიკური კომისიის შეხვედრა უნდა გავმართოთ. დღეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ეკონომიკის და სხვა მრავალ სფეროში კონტრაქტები გავაფორმეთ. ეს კონტრაქტები ჩვენი ქვეყნების დაახლოებას უფრო შეუწყობს ხელს. ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდას, თურქეთის ავიახაზების ამ ქვეყანაში პირდაპირი ფრენებიც შეუწყობს ხელს. ჩვენ ასევე გვსურს, მავრიტანიას თავდაცვის სფეროშიც ჩვენი გამოცდილებები გაუზიაროთ.“ თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას 2016 წლის 15  ივლისის მოვლენებიც გაიხსენა და დასძინა, რომ ის თარიღი მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან ნამდვილი მეგობრები მაშინ გაიგეს რა, ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში, მავრიტანიას გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. პრესკონფერენციის დროს სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა იერუსალიმის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან საელჩოს იერუსალიმში გადატანის საკითხს მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ისინი იერუსალიმთან დაკავშირებით დამოკიდებულებას არ შეიცვლიან, რადგან იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქია.  შემდეგ ერდოღანი დასავლეთი აფრიკის ტურნეს ფარგლებში სენეგალში გაემგზავრა.  



მსგავსი ინფორმაციები