თურქეთმა ქაბულში მომხდარი ტერაქტი დაგმო

თურქეთმა ქაბულში მომხდარი ტერაქტი დაგმო

898660
თურქეთმა ქაბულში მომხდარი ტერაქტი დაგმო
afganistan saldiri.jpg

თურქეთმა, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გუშინ სასწრაფო დახმარების ავტომობილით განხორციელებული ტერაქტი დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ  ამ ფაქტთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია: „უდანაშაულო ადამიანების მიმართ განხორციელებულ ამ ტერორისტულ აქტს მკაცრად ვგმობთ. დაღუპულების ახლობლებს, ავღანეთის მთავრობას და მოძმე ავღან ხალხს სამძიმარს ვუცხადებთ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“ გუშინ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სასწრაფო დახმარების ავტომობილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 95 ადამიანი დაიღუპა, 158  დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები