ერდოღანი როჰანის ტელეფონით ესაუბრა

ერდოღანი როჰანის ტელეფონით ესაუბრა

880902
ერდოღანი როჰანის ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის ირანელ კოლეგა, ჰასან როჰანის ტელეფონით ესაუბრა და  ირანში  საზოგადოებრივ მშვიდობასა და სტაბილურობაზე გაამახვილა ყურადღება. სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა 28 დეკემბერს  დაწყებულ აქციებზე გაამახვილეს ყურადღება. ერდოღანმა თავისი კოლეგის განცხადება, იმის თაობაზე, რომ ხალხს ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე მშვიდობიანი აქციების ჩატარების  უფლება გააჩნიათ, მიზანშეწონილად შეაფასა. როჰანიმ  კი ერდოღანს მგრძნობიარობის გამო მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა,  რომ აქციები რამდენიმე დღეში დასრულდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არალეგალური ანტისამთავრობო  აქციების და ბოროტი განზრახვების უკან მდგომების მიმართ არ გაჩუმდება.   



მსგავსი ინფორმაციები