ერდოღანი 5 იანვარს მაკრონს შეხვდება

საკითხთან დაკავშირებით იბრაჰიმ ქალინმა განცხადება გაავრცელა

879419
ერდოღანი  5 იანვარს მაკრონს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 იანვარს, საფრანგეთს ეწვევა. იგი პარიზში თავის ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონთან გამართავს შეხვედრას. ერდოღანის ამ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ერდოღანის  ვიზიტის დროს იერუსალიმის, სირიის, ერაყის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, რეგიონალური და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების  საკითხები იქნება განხილული. „პრეზიდენტი ერდოღანი, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, პარიზში  პირისპირ და დელეგაციებს შორის შეხვედრებს გამართავს, რა დროსაც ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები იქნება განხილული. საფრანგეთი ჩვენი დაახლოებით 600 წლიანი სავაჭრო,  ეკონომიკური და მნიშვნელოვანი სტრატეგიული  პარტნიორი გახლავთ. ჩვენ, საფრანგეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთან ერთად რეგიონალურის ჩათვლით მრავალ საკითხზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ამ ვიზიტის დროს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის, კულტურის, თავდაცვის, მეცნიერების, ინფრასტრუქტურის და სხვა საკითხებში არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება,“ ნათქვამია ქალინის განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები