ერდოღანი: „თურქი ხალხის მყუდროებას ვინც დაარღვევს შესაბამის პასუხსაც მიიღებს“

ერდოღანი დღეს დუზჯეს სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) მე-6 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

879263
ერდოღანი: „თურქი ხალხის მყუდროებას ვინც დაარღვევს შესაბამის პასუხსაც მიიღებს“

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს  დუზჯეს სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) მე-6 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ის ვინც თურქი ხალხის მყუდროებას დაარღვევს შესაბამის პასუხსაც მიიღებს. მან სიტყვით გამოსვლისას ტერორიზმზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „ეს ქვეყანა დღეს თუ ჩვენი სამშობლოა, ამაში დიდი წვლილი სამშობლოსათვის თავგანწირულებს (შეჰიდებს) მიუძღვით. პარალელური სახელმწიფო სტრუქტურაა თუ სხვა, რომელიმე დაჯგუფება, რომლებიც თითქოს და სახელმწიფოს ჩამოყალიბებას გეგმავენ, რა თქმა უნდა ამას არ დავუშვებთ და მათ წინააღმდეგ ნებისმიერი შეიარაღებით დავიცავთ საკუთარ ტერიტორიებს. ის ვინც ჩვენი მოქალაქის მყუდროების დარღვევას შეეცდება,  მათ ყველას შესაბამის პასუხს გავცემთ.“  ერდოღანმა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ასევე 2017 წლის მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თურქეთის ეკონომიკა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე სწრაფად ზრდადია. პრეზიდენტმა ბოლოს გაეროს მხრიდან იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, აშშ-ს მხრიდან ეკონომიკური მხარდაჭერის შეწყვეტის თაობაზე გაკეთებულ განცხადებასაც შეეხო და  განაცხადა:  „აბა შენ დემოკრატიის მომხრე იყავი, ესაა შენი დემოკრატია?“



მსგავსი ინფორმაციები