პრეზიდენტმა ერდოღანმა ჯიბუტის პრეზიდენტთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

რეჯებ თაიპ ერდოღანმა, ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში მყოფ ჯიბუტის პრეზიდენტ ისმაილ ომარ გუელესთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

872165
პრეზიდენტმა ერდოღანმა ჯიბუტის პრეზიდენტთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ თაიპ ერდოღანმა, ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში მყოფ ჯიბუტის პრეზიდენტ ისმაილ ომარ გუელესთან პირისპირი და დელეგაციათა შორის შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.  

ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა გუელესა და მასთან ერთად მყოფი დელეგაციის თურქეთში მასპინძლობის გამო და 1977 წელში დამოუკიდებლობა მოპოვებულ ჯიბუტის მოსახლეობას დამოუკიდებლობის მე-40 წლისთავი მიულოცა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გუელე ყოველთვის მათ გვერდითაა და დაამატა: „მათ 15 ივლისის ვერაგული გადატრიალების მცდელობის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა, ჩვენი ერისადმი თანადგომა ღიად გამოხატეს. ბატონი პრეზიდენტის თაოსნობით მთლიანად ჯიბუტის ყველა ორგანოს კიდევ ერთხელ ჩემი და ჩემი ერის სახელით მადლობას მოვახსენებ.“

ერდოღანმა დასძინა, რომ დღეს ისლამურ სამყაროს ერთიანობა და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება და დაამატა: „ამ პერიოდში ისლამურმა ქვეყნებმა მათ შორის არსებული ხელოვნური პრობლემები გვერდზე უნდა გადადონ და ერთმანეთს ხელი უნდა ჩაკიდონ. პრეზიდენტ გუელეს ვიზიტს, ისლამურ ქვეყნებს შორის არსებული თანადგომის გაძლიერების კუთხით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.“

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სტამბოლში გამართულ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სამიტზე ჯიბუტი პრემიერმინისტრის დონეზე იყო წარმოდგენილი, რისთვისაც მადლობა გადაუხადა. მან ასევე დასძინა: “იერუსალიმის სიწმინდისა და ისტორიული სტატუსის დაცვის საკითხზე კრიტიკული გადაწყვეტილებები მივიღეთ. როგორც მოგეხსენებათ, საკითხი გაეროში შევიდა. იერუსალიმის ისტორიული სტატუსის შემცვლელი ამ სახიფათო ნაბიჯის აღკვეთის მიზნით გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე გატანილ რეზოლუციას სამწუხაროდ აშშ-მა ვეტო დაადო. მნიშვნელოვანია და საყურადღებოა, რომ რეზოლუციას დანარჩენმა 14-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა. ახლა ამ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გავიტანთ. მჯერა, რომ საერთაშორისო საზოგადოება გენერალურ ასამბლეაზე სამართლიანობასა და მშვიდობას ძლიერ მხარდაჭერას გამოუცხადებს. გენერალურ ასამბლეაზე ორი მესამედი მხარდაჭერა სინამდვილეში გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე ვეტოს უარყოფის მნიშვნელობა ექნება. კიდევე ერთხელ მოვუწოდებ გაეროს ყველა წევრ ქვეყნას დაიცვან იერუსალიმის ისტორიული სტატუსი. თურქეთი ამ საკითხს ბოლომდე მიჰყვება.“    



მსგავსი ინფორმაციები