პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა მესუთ ბარზანი მიიღო
პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის თავმჯდომარე მესუთ ბარზანი მიიღო
პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის თავმჯდომარე მესუთ ბარზანი მიიღო.
სტამბოლში მაბეინის კოშკში პრესისათვის დახურული შეხვედრა დაახლოებთ ერთ საათს გაგრძელდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქი, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ჰაქან ფიდანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აჰმედ ილდიზი, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის მთავრობის პრესსპიკერი სეფინ დიზაი და ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ხელმძღვანელობის სამდივნოს ხელმძღვანელი ფუად ჰუსეინი.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები, მოსულსა და ტელაფერში არსებული ვითარება, სეპარატისტული ტერორგანიზიაცია პკკ-ს ერაყში არსებობა და სირიაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
შეხვედრაზე ენერგეტიკის თაოსნობით სავაჭრო ურთიერთობებზეც ისაუბრეს. თურქეთსა და ერაყს შორის 10 მილიარდ დოლარზე მეტი სავაჭრო ბრუნვა არსებობს და მის მნიშვნელოვან ნაწილს ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობა ახორციელებს.
ბარზანის ოფისში გაკეთებულ განცხადებაში კი აღინიშნა, რომ შეხვედრაზე ტერორგანიზაცია DEAŞ-თან ბრძოლისა და მოსულის DEAŞ-სგან გათავისუფლების ოპერაციაზე ისაუბრეს და პრეზიდენტმა ერდოღანმა DEAŞ-თან ბრძოლის საკითხში კიდევ ერთხელ აღნიშნა ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის მხარდაჭერა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილული იქნა რეგიონსა და სირიაში პოლიტიკური მოვლენების, ჟენევის მოლაპარაკებების, საერთაშორისო ბალანსის ცვლილებების რეგიონზე გავლენის და თურქეთსა და ერაყს შორის არსებული ურთიერთობების საკითხები.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთი: უშიშროების საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან აღკვეთონ ისრაელის თავდასხმები გაეროს ძალებზე
თურქეთი: უშიშროების საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან აღკვეთონ ისრაელის თავდასხმები გაეროს ძალებზე