ერდოღანმა დაასრულა ვიზიტი პაკისტანში

ისლამაბადიდან იგი უზბეკეთში გადავიდა

613085
ერდოღანმა დაასრულა ვიზიტი პაკისტანში

პაკისტანში დასრულებული ვიზიტის შემდეგ ერდოღანი აქედან უზბეკეთში გადავიდა და ქალაქ სამარყანდში ჩავიდა რა, აქ უპირველეს ყოვლისა უზბეკეთის პირველი და აწ განსვენებული პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის საფლავი მოინახულა.

შემდეგ მას პირისპირი შეხვედრა მოუწყო უზბეკეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და პრემიერმინისტრმა შევქეთ მირზიაევმა, რის დასრულების შემდეგ დელეგაციათა შორისო შეხვედრაც გაიმართა.

ერდოღანი სამარყანდში იმამ ბუჰარის და იმამ მატურიდის თურბე-საფლავებსაც მოინახულებს.

უზბეკეთში გამომგზავრებამდე თურქი პრეზიდენტის საპატივსაცემოთ ვახშამი გამართა პაკისტანის პრემიერმა ნავაზ შერიფმა, რის დასრულების შემდეგ ერდოღანმა სოციალურ ქსელ Twitter-ით მესიჯი გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ მისი ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს და გააფართოებს ორი ქვეყნის ძმურ ურთიერთობებს.

“მე მინდა პირადად ჩემი და თურქი ხალხის სახელით უღრმესი მადლობა გადავუხადო დიდი სტუმართმოყვარეობისათვის ჩემს პაკისტანელ კოლეგა მემნუნ ჰუსეინს, პრემიერ მინისტრ ნავაზ შერიფს, პენჯაბის პროვინციის პრემიერ შაჰბაზ შერიფს და მთლიანად პაკისტანელ ხალხს. მე მწამს, რომ ჩვენი ქვეყნების ამ ძმურ  ურთიერთობებს ვერაფერი ვერ დააკლებს“, ხაზგასმულია ერდოღანის მიერ ტვიტტერით გავრცელებულ მესიჯში



მსგავსი ინფორმაციები