სეპარატისტულმა ტერორგანიზაცია PKK-მ კიდევ ერთი თავდასხმა მოაწყო პოლიციაზე

პირველადი მონაცემებით 3 პოლიციელი დაიღუპა, ასზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა

554332
სეპარატისტულმა ტერორგანიზაცია PKK-მ კიდევ ერთი თავდასხმა მოაწყო პოლიციაზე

სეპარატისტულმა ტერორგანიზაცია PKK-მ კიდევ ერთი თავდასხმა მოაწყო პოლიციაზე.

ბითლისში სამხედრო ტრანსპორტის გავლის დროს ხელნაკეთი ნაღმი აფეთქდა, რის შედეგადაც 5 სამხედრო და ერთი მცველი დაიღუპა.

ჰიზანის დაბაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 სამხედროც დაშავდა.

ელაზიღის უშიშროების სამმართველოს შენობის წინ კი დანაღმული მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც პირველადი მონაცემებით 3 პოლიციელი დაიღუპა, 217 ადამიანი კი დაიჭრა და მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილებიდან 85 პოლიციელია.

ტერორისტებმა დანაღმული მანქანა ქალაქის ცენტრიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარე 4 სართულიანი უშიშროების სამსახურის შენობის ავტოსადგომზე ააფეთქეს.

აფეთქების შედეგად უშიშროების სამმართველოს შენობის წინა ნაწილსა და მიმდებარე ნაგებობებს დიდი ზიანი მიადგა, ხეები მოიგლიჯა და მიწაზე დიდი ორმოები გაჩნდა.


საკვანძო სიტყვები: #პკკ , #PKK , #ტერაქტი , #ელაზიღი

მსგავსი ინფორმაციები