თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინსკში გამართულ მოლაპარაკებ

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ მინსკში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმების მიღწევის გამო კმაყოფილია

218206
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინსკში გამართულ მოლაპარაკებ

თურქეთისაგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ მინსკში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმების მიღწევის გამო კმაყოფილია. სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია: „გვჯერა, რომ შეთანხმების მხარეები გათვალისწინებული ზომების განხორცილებაში საჭირო მგრძნობელობასა და ყურადღებას გამოიჩენენ და ყველა მხარე უწყვეტად ვაგრძელებთ ამ კუთხით ჩვენს მიერ წვლილის შეტანას“.

აქვე ნათქვამია, რომ უკრაინის პრობლემა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასაც უქმნის საფრთხეს.

განცხადებაში აღნიშნულია: „ჩვენი ქვეყანა უპირველეს ყოვლისა გააგრძელებს მსხვერპლისა და ტკივილის შესაჩერებლად მიღწეული შეთანხმების შესრულების, შემდეგ კი პრობლემის საბოლოო მოგვარებისა და მშვიდობის დამყარების მცდელობების მხარდაჭერას“.

სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეუთოს პროცესში მოვალეობა და პასუხისმგებლობაც ორგანიზაციის მიერ დღემდე განხორციელებული წარმატებული სამუშაოების დასტურია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები