პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტ

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტი შეაფასა

183176
პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტ

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტი შეაფასა.

ერდოღანის განცხადებით, ტერაქტის მომწყობი საფრანგეთის მოქალაქეა, თუმცა ცდილობენ პასუხი მუსლიმებს აგებინონ.

ერდოღანმა პალესტინის სახელმწიფოს მეთაურთან, მაჰმუდ აბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ტერორიზმთან ბრძოლაში თვალთმაქცობს. მისივე თქმით, საფრანგეთის მოქალაქე თავდამსხმელზე 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ საფრანგეთის დაზვერვამ საკმარისი თვალთვალი არ განახორციელა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა საფრანგეთში ანტიტერორისტულ მსვლელობაში მონაწილე ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნათანიაჰუ და დასძინა, რომ უჭირს გაიგოს რა პიურით ჩავიდა ნათანიაჰუ საფრანგეთში.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ სირიაში 350 ათასი ადამიანი დაიღუპა და მსოფლიომ ხელი არ გაანძრია, სირიაში სახელმწიფო ტერორის გამტარებელი საქმეს უძღვება და მის წინააღმდეგაც არავითარი რეაქცია გამოიხატება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები