სტამბოლი მნიშვნელოვან სტუმარს მასპინძლობს

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდები სამ დღიანი ვიზიტით სტამბოლში ჩავიდა.

201404
სტამბოლი მნიშვნელოვან სტუმარს მასპინძლობს

სტამბოლი მნიშვნელოვან სტუმარს მასპინძლობს.

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამ დღიანი ვიზიტით სტამბოლში ჩავიდა.

ბაიდენი ვიზიტის პირველ დღეს პრემიერ აჰმედ დავუთოღლუს დოლმაბაჰჩეს სასახლეში განთავსებულ სამუშაო ოფისში სადილზე შეხვდა.

შეხვედრამდე ბაიდენმა და დავუთოღლუმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 

პრემიერმა დავუთოღლუმ განაცხადა, თურქეთისა და აშშ-ს კრიზისული რეგიონებისადმი მიდგომა და მათი ფაქტორი ამ კრიზისები მოგვარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ორივე ქვეყანას ბოლო პერიოდში განსაკუთღებით სირიასა და ერაყში ISIS-ს წინააღმდეგ საწარმოებელ ბრძოლასა და სირიაში რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებების საკითხში ახლო კონტაქტი და თანამშრომლობა აქვთ. დავუთოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენის ამ ვიზიტმა უფრო მაშტაბური კონსულტაციებისათვის სათანადო საძირკველი მოამზადა.  

ჯო ბაიდენმა კი აღნიშნა, რომ ბედნიერია თურქეთში ყოფნის გამო და ისინი ერთმანეთს ენდობიან.

ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის მიერ ბოსნიასა და კოსოვოში ჩატარებულ სამუშაოებზე და დაამატა, რომ როგორც რეგიონალურ ასევე ეროვნულ საკითხებში ერთად იმუშავეს, მათი სამხედრო პარტნიორობა ძლიერია და ერთმანეთს ენდობიან.

ჯო ბაიდენი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანსაც შეხვდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები