სომას ძიება გრძელდება

ცნობილი გახდა ტრაგედიის ზოგიერთი დეტალები

71867
სომას ძიება გრძელდება



მანისას ოლქში შემავალი სომას ქვანახშირის საბადოში მომხდარი ტრაგედიის წინასწარი ძიების ანგარიშის საფუძველზე როგორც ცნობილია 8 ეჭვმიტანილი დააკავეს, რადგან დგინდება ხელმძღვანელ პირთა გულგრილობის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები. წინასწარი ძიების ანგარიში მომზადებულია ორი პროკურორის და 4 ექსპერტის მხრიდან და მისი მიხედვით მაღაროში ხანძარი გამოიწვია არა ტრანსფორმატორის აფეთქებამ, არამედ მომწამვლელი ნახშირბადის გაზის გამოჟონვის სახიფათო დონეზე 10-ჯერ გადაჭარბებამ, რასაც ჯერ ქვანახშირის თავიდან სპონტანური აალება გამოუწვევია, მაგრამ, შესაბამისი ზომების მიუღებლობის გამო იგი შემდეგ დიდ ხანძარში გადაზრდილა. ამავე ანგარიშით მაღაროს ტექნიკური მდგომარეობა და გაზის დონე ყოველ 15 დღეში ერთხელ უნდა განხორციელებულიყო, რაც არ არის დაფიქსირებული შესაბამის ჟურნალში. მოკლედ, ეს ანგარიში ბრალეულად მიიჩნევს ტექნიკურ და შრომის უსაფრთხოების პერსონალს, სმენის უფროსებს, ფირმის პატრონებს და სამეთვალყურეო საბჭოს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები