მევლუდ ჩავუშოღლუ ვიზიტით ლატვიაში იმყოფება

დღეს იგი ლატვიის პრემიერმინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

71217
მევლუდ ჩავუშოღლუ ვიზიტით ლატვიაში იმყოფება



თურქეთის ევროინტეგრაციის საკითხების მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ ვიზიტით ლატვიაში იმყოფება. გუშინ იგი ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ინეს ლიბინა ეგნერსა და საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარეს ოიარს ერიკს კალნინს შეხვდა.


პრესისათვის დახურულ შეხვედრაზე თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები იქნა განხილული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქულმა მხარემ ევროკავშირთან მოლაპარაკებებში 23-ე და 24-ე ქვეთავების გახსნა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დროებითი წევრობისათვის მხარდაჭერა მოითხოვა.

ლატვიურმა მხარემ, რომელიც ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეობას 2015 წელში გადაიბარებს, დადებითი მიდგომა გამოხატა აღნიშნული ქვეთავების გახსნის მიმართ და კმაყოფილება გამოთქვა თურქული კომპანიების მიერ ლატვიაში დაბადებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით.

ევროინტეგრაციის საკითხების მინისტრმა ჩავუშოღლუმ მოინახულა ცესისის თურქ ჯარისკაცთა საფლავები.
ჩავუშოღლუ დღეს ლატვიის პრემიერმინისტრს ლაიმდოტა სტრაიუმის და საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარ რინკევიჩს შეხვდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები