დღეს გახლავთ 19 მაისი,

ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობის და სპორტის დღე.

69504
დღეს გახლავთ 19 მაისი,


დღეს გახლავთ 19 მაისი, ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობის და სპორტის დღე.
მაგრამ წელს სომას ტრაგედიის გამო, იგი მხოლოდ ოფიციალური ღონისძიებებით შემოიფარგლა.
ტრაგედია აისახა სახელმწიფოს უფლებამოსილების, ამ დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მესიჯებშიც.
პრეზიდენტ აბდულა გულის მესიჯში აღინიშნა:-”ერთის მხრივ განვიცდით ამ დღის სიამაყეს, მეორეს მხრივ სომას ტრაგედიას ჩვენი გულებით ვატარებთ. მან ახალგაზრდების გასაგონად დაამატა, რომ კაცობრიობის ბედნიერებისთვის მუშაობაა საჭირო”.
თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის სპიკერის ჯემილ ჩიჩეკის განცხადებით, სიხარული მწუხარებით შეგვეცვალა”.
ერდოღანმა ახალგაზრდები თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვან სიმდიდრედ დაასახელა. აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა უნდა დაიცვან თავი ყოველგვარი ექსპლოატაციისგან, ფეხი უნდა აუწყონ ყოველდღიურად ცვალებად სამყაროს. უნდა დაიცვან ჩვენი ეროვნული ღირებულებები და მარად აცოცხლონ იგი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები