გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 10-2024

სივასის ქოფთე/კატლეტი

2111744
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 10-2024

სივასის ქოფთე/კატლეტი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 10-2024        

ილქერ თაშქინ

სივასის ქოფთე/კატლეტი

რეგისტრაციის თარიღი: 01.02.2006

თურქეთის ცენტრალური ანატოლიის რეგიონის ისტორიულმა ქალაქმა სივასმა სახელი გაუთქვა ძალიან ცნობილ კერძს, რომელიც მზადდება წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ხორცისგან, რომელიც იზრდება რეგიონის ბუნებრივ გარემოში და მხოლოდ სპეციალური მარილის გამოყენებით, „სივასის ქოფთე/კატლეტი. სივასის ქოფთე ანუ კატლეტი, 2006 წელს, ქალაქის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შეტანილი განაცხადის საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც განასხვავებს სივასის ქოფთეს ხორცს სხვა სახის ქაბაბებისგან, არის ის, რომ ქოფთის წარმოებაში გამოყენებული ხორცი მიიღება ბუნებრივ გარემოში და რეგიონის პლატოებზე მოყვანილი საქონლის და ცხვრის ხორცისგან. სივასის მიწისა და საძოვრების ბოტანიკური მრავალფეროვნება არის ხორცის არომატის განმსაზღვრელი ფაქტორი. ხორცის ნარევის მომზადებისას, მარილის გარდა გამოიყენება ტომატის პასტა, ბოსტნეული, შავი წიწაკა, ცხოველური ცხიმი და მსგავსი ნივთიერებები. მარილი, რომელიც გამოიყენება სივასის ქოფთეს დასამზადებლად, არის ბუნებრივი მარილი, რომელიც წარმოებულია სივასის ზარას რაიონის სოფელ თუზლაგოზუში და არ განიცდის ქიმიურ დამუშავებას. ეს მარილი ასევე ხელს უშლის ხორცის ბურთულებს ფერის შეცვლას მოლოდინის პერიოდში და ახანგრძლივებს მას. იგი განსხვავდება სხვა სახის ხორცპროდუქტებისგან, რადგან ის მოითხოვს ოსტატობას, რათა მივაღწიოთ გარკვეულ თანამიმდევრულობას ხორცპროდუქტების ნარევის დამზადებისას. სივასის ქოფთე, რომელიც ძალიან მოკლე დროში იხარშება ან იწვის, მიირთმევენ ხახვთან, ოხრახუშთან, პომიდორთან და წიწაკასთან ერთად.



მსგავსი ინფორმაციები