შემთხვევითი აღმოჩენები 25 - 2024

ანესთეზია

2152698
შემთხვევითი აღმოჩენები 25 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 25 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 25 - 2024 

ანესთეზია

სურს თუ არა ვინმეს სხეულზე ქირურგიული ჩარევა გაიკეთოს ანესთეზიის ანუ ნარკოზის გარეშე? რა თქმა უნდა, ასეთ ტკივილზე ფიქრიც კი შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო მეცნიერება ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობის ისტორია, თანამედროვე ანესთეზიის პრაქტიკა უახლესი ეპოქის სასწაულია. ზოგადად, ანესთეზია არის პრაქტიკა, რომელიც ხორციელდება უჯრედების ბიოლოგიური ფუნქციების დროებით შენელების ან შეჩერების მიზნით, რათა ქირურგიული პროცედურები ჩატარდეს უმტკივნეულოდ. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში სხვადასხვა მეთოდი გამოიყენებოდა, თანამედროვე სამედიცინო ანესთეზიის საფუძველს მხოლოდ 200 წლის ისტორია აქვს.

ზოგადი ანესთეზიის პირველი მცდელობები, ალბათ, იყო მცენარეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებოდა პრეისტორიულ დროში. ალკოჰოლი ერთ-ერთი უძველესი ცნობილი დამამშვიდებელია. ათასობით წლის წინ შუმერები, ძველი ეგვიპტელები და ჩინელები იყენებდნენ ოპიუმს და მისგან წარმოებულ პროდუქტებს ანესთეზიაში. მუსლიმური საზოგადოებების გამოგონება იყო მეთოდი სახელწოდებით "მძინარე ღრუბელი". ექიმები ასველებდნენ ღრუბელს ნარევში, რომელშიც ხსნიდნენ ოპიუმს, მანდრაგოს, ჰემლოკის წვენს, ზოგიერთ სხვა ნივთიერებას და აშრობდნენ, ქირურგიული ჩარევის დაწყებამდე კი ასველებდნენ, პაციენტის ცხვირთან მიჰქონდათ და მას უგონო მდგომარეობაში აგდებდნენ. მაგრამ ვინაიდან ამ მეთოდის ეფექტი მალე გადიოდა, ოპერაცია სწრაფად უნდა დასრულებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინის სფეროს განვითარებამ დროთა განმავლობაში გზა გაუხსნა ქირურგიულ პრაქტიკაში ახალ აღმოჩენებს, ისეთი ნაბიჯები როგორიცაა პაციენტებისთვის კბილების უმტკივნეულოდ ამოღება ან ოპერაციის ჩატარება, ამ მოვლენების პარალელურად არ გადადგმულა. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისშიც კი ქირურგიული პროცედურები ძალიან იშვიათი იყო, ფაქტობრივად, კვირაში მხოლოდ 1-2 ოპერაცია კეთდებოდა დიდი ქალაქების საავადმყოფოებში, მაგრამ ცვლილება ამ სფეროშიც მალე მოხდა. 

1844 წელს, ჰორას უელსი, რომელიც მუშაობდა სტომატოლოგად ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჰარტფორტში, წავიდა სასცენო შოუს სანახავად, რომლის რეკლამაშიც ეწერა, რომ იყო "საოცარი სანახაობა, სასაცილო და გამახალისებელი გაზის გავლენა“. სანახაობაზე ადამიანები, რომლებიც სუნთქავდნენ ეთერის შემცველი აირის ნარევს, სასაცილოდ საუბრობდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. უელსი ინტერესით ადევნებდა თვალყურს სანახაობას და დაინახა, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც მღეროდა და ცეკვავდა ექსტაზურად გაზის გასინჯვის შემდეგ, ძლიერად დაიზიანა ფეხი რკინის სკამზე, მაგრამ მამაკაცმა განაგრძო სიცილი და ცეკვა. უელსი მივიდა ამ ადამიანთან და უთხრა, რომ შესაძლოა წარმოდგენის დროს დაშავებულიყო, მაგრამ მამაკაცმა არ დაუჯერა. უელსმა მამაკაცს შარვლის ტოტი აუწია და აჩვენა რომ მართალი იყო. მამაკაცი ძალიან მძიმედ იყო დაშავებული, მაგრამ ტკივილს ვერ გრძნობდა. ამერიკელმა სტომატოლოგმა, რომელიც აღფრთოვანებული იყო სანახაობით, მეორე დღეს ჯერ თვითონ შეისუნთქა ეს აირის ნარევი, შემდეგ კი თავის ასისტენტს შეასუნთქა და დაჭიანებული კბილი უმტკივნეულოდ ამოუღო. ჰორას უელსმა რამდენიმე კვირაში იმავე მეთოდით 15 პაციენტს ამოუღო კბილი  და განიზრახა თავისი ახალი ანესთეზიის მეთოდის დემონსტრირება მედიცინის სტუდენტების, სამოქალაქო პირების და საავადმყოფოს დამფუძნებლის წინაშე ბოსტონის საავადმყოფოს საოპერაციო ოთახში, მაგრამ  ალკოჰოლზე ძალიან დამოკიდებული პაციენტის კბილის ამოღებამ, რომელზეც გაზმა არ იმოქმედა, მტკივნეულად ჩაიარა. ამის გამო უელსს დასცინეს და შარლატანობაში დაადანაშაულეს. 9 თვის შემდეგ, იმავე საავადმყოფოში, უელსის სტუდენტმა და მეგობარმა სტომატოლოგმა უილიამ თომას გრინ მორტონმა, რომელთანაც იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა, კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარა ამჯერად ინტენსიური ეთერის ნარევით და 10 წუთში ოპერაცია გაუკეთა თავის პაციენტს, რომელსაც არასოდეს მიუღია ალკოჰოლი. როდესაც პაციენტმა თქვა, რომ ქირურგიული ჩარევის დროს ტკივილი არ უგრძვნია, გრინ მორტონმა ახალი ანესთეზიის მეთოდზე, რომელიც უელსის შემთხვევითი აღმოჩენა იყო, გამოუცხადა მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით: „ეს არ არის შარლატანობა, ეს რეალურია“.

ამ აღმოჩენის შემდეგ, ახალი მეთოდი სწრაფად გავრცელდა ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ეთერის ღებინების გამომწვევი გვერდითი მოვლენის და მისი აალებადი-ასაფეთქებელი თვისებების გამო ზოგიერთი ექიმი მისგან შორის იჭერდა თავს. ძალიან მცირე ხნის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ ქლოროფორმის გამოყენება შესაძლებელია ანესთეზიის დროსაც, სწრაფი ნაბიჯები გადაიდგა ანესთეზიის სფეროში. სამედიცინო სამყაროსთვის, რომელსაც ადრე უწევდა კბილების ამოღება ან ქირურგიული ჩარევა ხალხის ტკივილისა და ტირილისთვის ყურადღების მიქცევის გარეშე, დღეს შეუძლებელია იმის ფიქრიც კი, რომ რაიმე ქირურგიული ჩარევა შეიძლება განხორციელდეს ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზიის გარეშე.



მსგავსი ინფორმაციები