გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 57-2023

ჩორუმის ლებლები

2046214
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 57-2023

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 57-2023        

ილქერ თაშქინ

ჩორუმის ლებლები

რეგისტრაციის თარიღი 14.04.2002

თურქეთის ცენტრალურ ანატოლიის რეგიონში მდებარე ქალაქი ჩორუმი, ცნობილია, როგორც ხეთების იმპერიის დედაქალაქ ხათუსათი ასევე, ლებლებით. ჩორუმის ლებლები, ქალაქის სასაქონლო ბირჟის განაცხადის საფუძველზე 2002 წელს, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ჩორუმის ლებლები ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. საწარმოო ფაზის დასაწყისში, ლებლების მარცვლები ტარდება 9-ბადიან საცერებში და ყველაზე დიდს იყენებენ მოსახალი მუხუდოს წარმოებისთვის. ლებლების მწარმოებლები მუხუდოს მარცვლებს 4-ჯერ 10 დღიანი ინტერვალით დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ხალავენ და შემდეგ ტოვებენ 45 დღე დასასველებლად. მოხალვის პროცესი უნდა მოხდეს შეშის ცეცხლზე გაცხელებულ სპილენძის სპეციალურ ჭურჭელში. ლებლების წარმოების ფაზა, რომელიც გრძელდება დაახლოებით 3 თვე ამის შემდეგ სხვადასხვა შეფუთვით წარედგინება მომხმარებელს.



მსგავსი ინფორმაციები